23 წლის ლაშა ხეთერელი ცხინვალის ციხეში უკვე მეექვსედ მოხვდა. ახალგაზრდის მიმართ ამგვარი სასტიკი ქმედების საფუძველი რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ ხეთერელი ბებიასა და პაპას სოფელ სვერში აკითხავს.
ლაშას დედის მშობლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, დიდი ლიახვის ხეობაში. ბებია ეთნიკურად ოსია, პაპა ქართველი. ლაშა ხეთერელი ახალ წელს, 2021-შიც ცხინვალის ციხეში შეხვდა.