საქართველოს მეფის მიმართვა საზოგადოებას

ყველასთვის მოულოდნელად, დღეს საქართველოს მეფის სახელით, საზოგადოებისადმი მიმართვა გავცერლდა. ყველა მოელოდა მეფისგან ქართული სახელმწიფო დროშის დღის მილოცვას და მისი ისტორიულობის აღნიშვნას. განსჯისთვის გთავაზობთ მიმართვას უცვლელად.

ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის ,,ჩაკრულოს“ ტექსტი ,,ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში -ბრძანებს მეფე.