ლატვია “ბარიკადების პერიოდი”

ზუსტად 31 წლის წინ, 1991 წლის 14 იანავარს, საბჭოთა კავშირის “ОМОН”-მა დაიწყო შეტევა ლატვიის დამოუკიდებლობის დამცველ დემონსტანტებზე, რომლებსაც ლიეტუვას გამოცდილებით უკვე მოესწროთ რიგის ქუჩებში ბარიკადების აგება.

იმ პერიოდში საბჭოთა რეპრესიების შემდეგ რიგაში მხოლოდ 330 000 ლატვიელიღა ცხოვრობდა (უმრავლესობა რუსულენოვანი მოსახლეობა იყო). მაგრამ იანვრის დღეებში თითქმის მთელი ლატვია იქ ჩავიდა და დამოუკიდებლობის დასაცავად 700 000 კაცი შეიკრიბა.

ისინი ჩავიდნენ ტრაქტორებით და სატვირთო მანქანებით, რომლებიც ბარიკადების ასაგებად გამოიყენეს.16 იანვარს საბჭოთა წაქეზებით ჩამოყალიბდა პრომოსკოვური ე.წ. “ლატვიის ხსნის კომიტეტი”, რომელმაც განაცხადა, რომ ხელში იღებდა მთელ ძალაუფლებას. მათ ასევე გამოაცხადეს, რომ ლატვია რჩებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და უკანონოდ ცნეს ლატვიის მიერ 1990 წლის 4 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა.

საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელიც დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, მოერიდა დიდ მსხვერპლს და მთელი ძალებით ვერ შეუტია ლატვიელებს. თუმცა, მსხვერპლი მაინც იყო – შეტევებისას დაიღუპა 7 ლატვიელი. ბარიკადები თითქმის 2 წელი რჩებოდა რიგის ქუჩებში, რადგან პერიოდულად მასზე შეტევები ხორციელდებოდა. ეს პერიოდი ლატვიის ისტორიაში შევიდა “ბარიკადების პერიოდის” სახელით და ის იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის 9 აპრილი. საბოლოო ჯამში, ხალხის ნება ვერ გატეხეს და ყველაფერი ლატვიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა.