დასრულდა შეხვედრა დასაქმებულებს შორის, სადაც გადაწყდა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო Social Service Agency-ს თანამშრომლები არ ვეთანხმებით დამსაქმებლის შემოთავაზებას და ვაგრძელებთ ბრძოლას ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და პირობებისთვის. სამინისტროს ახლანდელი შემოთავაზება არის ნოემბერში გაკეთებული შემოთავაზების გაუარესებული ვერსია და ეს ჩვენთვის მიუღებელია. დამატებით კომენტარებს 17 იანვარს, დღისით, გაფიცვის პირველ დღეს, გავაკეთებთ!ამასთანავე, არაკეთილსინდისიერია სააგენტოს მხრიდან იმის გავრცელება, რომ თითქოს ამ შემოთავაზებას მშრომელები დათანხმდნენ. მოლაპარაკებები არის ორმხრივი და ამას ერთი მხარე მეორის დაუკითხავად ვერ გადაწყვეტს! ჩვენ მიერ დაანონსებული ღონისძიებები არის კვლავ ძალაში. 17 იანვარს დასაქმებულები 09:00 საათიდან ვიფიცებით! ხოლო 11:00 საათზე თბილისში იქნება აქცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო-სთან!
•