კანალიზაცია შეერია სასმელ წყალს და რამდენიმე ადამიანი ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

სანატორიუმ “ქართლში” მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს სოციალური ქსელით, თამარ გუოორდავა ეხმიანება და წერს:

“შეგახსენებთ, რომ მაშინ, როცა აფხაზეთის მთავრობამ 200 000 ლარზე მეტი გამოუყო გოგა ხაინდრავას ფილმის გადასაღებად, თბილისის ზღვაზე, სასტუმრო ,,ოქროს საწმისში”კანალიზაცია შეერია სასმელ წყალს და რამდენიმე ადამიანი ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

200 000 ლარად რამდენი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეიძლებოდა ამ დასახლებაში მცხოვრები ადამიანებისთვის, არა? ბოლოს სანატორიუმ ქართლში სტუმრად ერთი წლის წინ ვიყავი (გვერდით ,,კორპუსში” ვცხოვრობდით 14 წელი). წარმოუდგენელია შესაფერისი სიტყვები იპოვო და აღწერო რა პირობებში უწევთ ადამიანებს იქ ცხოვრება.ყველა იძულებით გადაადგილებული პირი იმსახურებს/ვიმსახურებთ ღირსეულ საცხოვრისს! და არავითარი ,,მაგრამ”!!!”