13, 14 და 15 იანვარს თბილისი მერიოტში მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამის მესამე სალექციო მოდული გაიმართა. 🇪🇪 🇬🇪 ლექციებს უძღვებოდა ესტონელი ექსპერტი ჰარი ლაჰტეინი – 3 დღის განმავლობაში განხილული იყო შემდეგი თემები: ეროვნული უსაფრთხოება (ესტონური პერსპექტივა) ესტონეთის ეროვნული თავდაცვის ძირითადი დოკუმენტები, ნატო როგორც უსაფრთხოების გარანტორი და რუსეთიდან მომავალი ძირითადი საფრთეების. პროგრამას რონდელის ფონდი ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს და მას უძღვებიან როგორც ქართველი ისე ესტონელი ექსპერტები. პროექტის მიზანია საქართველოს საჯარო მოხელეთა ცოდნისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება უსაფრთხოების სფეროსა და პოლიტიკის შემუშავებაში.პროგრამა ხორციელდება ესტონეთის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.