ემიგრანტების მძიმე შრომაზე დგას ლარის სტაბილურობა-რომან გოცირიძე

უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 2021 წელს 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. პანდემიამდელ 2019 წელს ფულადი გზავნილების ოდენობა 1,7 მილიარდი დოლარი იყო. უპრეცედენტო მასაშტაბის ზრდა ორი ფაქტორითაა განპირობებული-მატულობს ემიგრანტების რაოდენობა და საბანკო არხებით ხდება იმ ფულის გადმორიცხვა, რომელიც პანდემიამდე ჯიბით შემოჰქონდათ.

ეს თანხა ორჯერ მეტია, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამავე წლის განმავლობაში. ჩვენი ემიგრანტების მძიმე შრომაზე დგას ლარის სტაბილურობა და ასეულ ათასობით ადამიანისათვის საარსებო წყაროს შექმნა.