მთავარ არხზე ცვლილებებია, არხის გენერალური დირექტორის თქმით, დაიხურა და იწყება რამდენიმე გადაცემა.
“მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებულია. იქნება ახალი და საინტერესო გადაცემებიც.
1. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი გაბუნია იქნება.
2. პოსტ ფაქტუმს წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი. პოსტ ფაქტუმის ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც.
3. ,,შაბათის ფორმატი”, აქამდე არსებული სახით, დაიხურა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, რომელსაც თამარ ბაღაშვილი წაიყვანს.
4. გამომდინარე იქიდან, რომ თამარ ბაღაშვილი ,,ცხრიანი მთავარის” წამყვანია, დაიხურა “დებატები თამარ ბაღაშვილთან”.
5. შეიცვალა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის დროც. ,,მთავარი აქცენტები” იქნება ხუთშაბათობით 22:00 საათზე. პროექტი ,,ხალხის ხმა” დაიხურა, ხოლო ,,მთავარი გოგოები” იქნება კვირას, 23:00-ზე, ,,პოსტ ფაქტუმის” შემდეგ”. – წერს ნიკა გვარამია.
გენერალური დირექტორის თქმით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებიც მაყურებელს ,,მთავარ არხზე” ელოდება და სხვა ცვლილებების შესახებ სულ მალე შეიტყობს საზოგადოება.