რა იქნება სკოლის ექიმისა და ექთნის ანაზღაურება ?

საჯარო სკოლებში დასაქმებული ექიმისა და ექთნის ანაზღაურება შეიცვალა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი სტანდარტული ვაუჩერის შესახებ, ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც შტატგარეშედ დასაქმებული სკოლის ექიმის ანაზღაურება 600, ხოლო ექთნის- 500 ლარი იქნება. აღნიშნულ თანხას, საშემოსავლოს 20% და საპენსიო დანაზოგის 2% გამოაკლდება.

„საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღუარებისთვის, სკოლის ექიმის შემთხვევაში − 600 ლარის, ხოლო სკოლის ექთნის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

წყარო:Etaloni.ge