სააკაშვილის ხელშეწყობისთვის ბრალდებული პირები გაათავისუფლეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საზღვრის კვეთაში ხელშეწყობისთვის ბრალდებული 4-ვე პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ მოსამართლემ პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ამ საქმეზე დაკავებულები იყვნენ ელგუჯა ცომაია, ზურაბ წოწორია, შალვა წოწორია და გიორგი ნარიმანიძე.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილმა მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. იმავე საღამოს ის დააკავეს, საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება კი დაკავებიდან 20 დღის შემდეგ, 20 ოქტომბერს წარუდგინეს.