,,მეტრო ვარკეთილის” რეაბილიტაცია იწყება

,,მეტრო ვარკეთილის” რეაბილიტაცია იწყება- თბილისის მერია ტენდერს აცხადებს. სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება 16–დან 21 თებერვლის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. შესყიდვის ღირებულება 7 057 389 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შემსყიდველმა კომპანიამ მეტროსადგურ “ვარკეთილი”-ს რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოები უნდა განახორციელოს. გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ მეტროს სრული რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები, რომელიც თითქმის 350 000 დაჯდა, კომპანია შპს “ყვარელმშენმა” განახორციელა. 2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა, რის შემდეგაც კომპანია “ყვარელმშენის” წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო.