ამ ფულს დამშეულ მოსახლეობას დაურიგებს?-ზურაბ ბატიაშვილი

რუსეთის ეკონომიკურ ამბიციებზე და მის გავლენების გავრცელებაზე საუბრობს ზურაბ ბატიაშვილი რომელიც აკეთებს შედარებას რუსეთის ეკონიმკის როლზე მსოფლიო ეკონომიკაში.

“რუსეთის ეკონომიკის ზომის ვიზუალიზაციისთვის – მისი ეკონომიკა 1,6 ტრილიონი აშშ დოლარია, რაც უდრის ჰოლანდიისა და ბელგიის ეკონომიკას ერთად აღებულს და ისიც ნავთობისა და გაზის რეალიზაციის წყალობით.რუსეთის ეკონომიკის წილი მთელი მსოფლიოს ეკონომიკაში მხოლოდ 1,7%-ია და ამ ზომის ეკონომიკის პატრონი ცდილობს დანარჩენ მსოფლიოს უკარნახოს თავისი თამაშის წესები. რა თქმა უნდა, რუსეთის ამ მცდელობისგან არაფერი გამოვა.ერთადერთი, რისი იმედიც პუტინს მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს, რეზერვებში დაგროვილი 600 მილიარდი აშშ დოლარია. მაგრამ ამ ფულს დამშეულ მოსახლეობას დაურიგებს? მეტი საქმე არ აქვს”- აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.