ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა

დღევანდელ საქართველოში მოდური გახდა ორ სკამზე ჯდომა, სხვადასხვა ხელისუფლებებზე მორგება და მათდამი ლოიალური, შუბლზეძარღვგაწვეტილი განცხადებების გაკეთება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის დეპარტამენტის დირექტორი (2003-04), სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე (2004-2006). ამჟამად ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი “ექსპერტი” სოციალურ ქსელში შემდეგ განცხადებას აქვეყნებს 

“გუშინ ჩემი ყურადღება მიიქცია ნაცების არხზე გასულმა სიუჟეტმა, სადაც საუბარი იყო ვინმე ქალბატონ იარაჯულზე, რომელსაც ნაცმედიის თქმით გაზი ჩაუჭრეს, ჰყავს შშმ პირი და სოციალური პრობლემების გამო ბიძინა ივანიშვილის სახლთან თვითდაზიანებები მიიყენა. რადგან ამ ამბავს თავიდანვე ღრმა ფეიკის სუნი ასდიოდა, თავი ვალდებულად მივიჩნიე ყველაფერი გადამემომწმებინა და ცხადია, არც შევმცდარვარ. თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს და მისი ანაზღაურება 4 ათას ლარს აღემატება. გარდა ამისა, თავად იარაჯული სახელმწიფოსგან იღებს ყველა საჭირო სერვისს შეუფერხებლად. კერძოდ, მისი 12 წლის შვილი ყოველთვიურად იღებს შესაბამის ფინანსურ დახმარებას შეუფერხებლად. ამასთანავე, არასრულწლოვანი ჩართული იყო ბავშვთა ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრებით მომსახურების არაერთ პროგრამაში. ამ დროის მონაცემებით ჩართულია ბინაზე მოვლის პროგრამაში და სარგებლობს ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის მომსახურებით. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს ქალბატონო სახელმწიფოსგან ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფილია, ასევე სოლიდური შემოსავალი აქვს მის ქმარს. აქედან დასკვნა – მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიპტური სურათი, მაგრამ საბედნიეროდ ახლა არც რეალური ინფორმაციის მოპოვებაა რთული დამ ით უმეტეს, არც სიმართლის გავრცელება!

აღნიშნულ განცხადებას ვიდეო მიმართვით უპასუხა ქალბატონმა თამარ იარაჯულმა:

“ველოდებოდი ამ სიბინძურეს, ვინმე ექსპერტი, ბრჭალებში, ყოფილა, ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც, ტყუილში გვადანაშაულებს. ამბობს, რომ ჩემი მეუღლე მუშაობს ნავთობკომპანიაში და ამაზე ისედაც ყველა ჟურნალისტს ვესაუბრე, მუშაობს ნავთობკომპანიაში, მაგრამ ჩემი მეუღლის მთელი ხელფასი მიდის ბანკის იპოთეკურ სესხში, ამის მტკიცბეულება მაქვს, არ შემრცხვება რომ საჯარო გგავხადო, მოვიტან დღეს ამონაწერს. თურმე, ბევრი გრანტები მქონია და გიჟი ვყოფილვარ…

ერთადერთი სერვისი, რომელითაც ჩემი შვილი სარგებლობს, არის თბილისი მერიის ქცევის თერაპიების დაფინანსება, მეტი არაფერი, ვინაიდან ეს ხელისუფლება არ ჩერდება და გადაწყვიტა ბინძურად მებრძოლოს… თუ ვინმე ხმას იღებს ამ ქვეყანაში, მიყავთ სუს-ის შენობაში, ცდილობენ დააშინონ და ბევრ რამეს ვიტყვი, ვიტყვი თამარ იარაჯული რატომ ხტებოდა გუშინ ბიძინა ივანიშვილის კლდიდან.

აქამდე ჩუმად ვიყავი, იყო მუქარები ჩემ შვილებზე, ჩემ ოჯახზე, მაქვს სქრინები, მოწერილები, ვიყავი ჩუმად, რადგან არ შექმოდა ჩემ შვილების ჩემი საქმიანობის, ადამიანის უფლებათა დაცვის გამო, საფრთხე. მაგრამ დღეს ის დღეა, როცა მინდა რომ ჩუმად არ მოვკვდე და მართლა სიკვდილის ზღვარზე ვარ, რაც ნიკოლეიშვილის სტატუსი წავიკითხე.

ეს სამსახური ჩემ ქმარს ხელისუფლებამ გაუკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ეკუთვნის, როგორც მოქალაქეს და პროფესიონალს, გაუკეთეს მას შემდეგ, რაც მიმიყვანეს სუს-ის შენობაში და მითხრეს, რომ გავჩუმებულიყავი. ნამდვილად ეკუთვნის ეს სამსახური, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, 2-3 ადგილას, რომ არიან გაფორმებულნი და მისამართიც არ იციან. ეგონათ ამითი გამაჩუმებდნენ. ნურას უკაცრავად, ნუ გგონიათ, ის, რაც გვაქვს, არ გვეკუთვნის. დამიმტკიცეთ ნებისმიერი ჩემი ტყუილი და საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. თუ არადა, საჯაროდ მოვითხოვ თქვენგან ბოდიშის მოხდას.

მოგიყვებით, როგორ მიმიყვანეს სუს-ის შენობაში, რა ხდება, ვანოს, ყოფილი სპეცრაზმელის ცოლის ცხოვრებაში და რა ხდება ამ ქვეყანაში, უნდა მოგიყვეთ. თუ ლევან ნიკოლეიშვილი არ მომიხდის საჯაროდ ბოდიშს, თუ მე ვიტყყუები რამეს მე მოვიხდი ბოდიშს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას ვიდეოს გავასაჯაროებ – ეს სახელმწიფო კლავს, მართლა კლავს. ჩემნაირ ადამიანებს იბარებს სუსში და ალბათ გახსოვთ მიწა, რომელიც გადმოსცეს პეგას, მე დავაბრუნე და იმიტომ დავაბრუნებს რომ ნინო გიორგობიანი ახდენდა ზეწოლას, პროკურატურასაც ვესაუბრე ამის შესახებ, ლონდა თოლორაიასთანაც მაქვს მიწერილი… მიწა დავაბრუნე ბოლოს… პირდაპირ მითხრეს, არ გეშინიაო? ხოდა, გიპასუხებთ ახლა, არ მეშინია. და გგონიათ, გუშინ რომ გადავხტებოდი, წერილი არ მქონდა დატოვებული?”