როცა ლავროვს “აკაჩავებდა” ბლინკენმა თქვა-ირაკლი ტაბლიაშვილი

როცა ლავროვს “აკაჩავებდა”, ბლინკენმა თქვა, რომ წლების წინ, ნატოს და დასავლეთის მომხრე იყო უკრაინელთა სულ რაღაც 30-35 % და რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ განაპირობა დასავლეთის მომხრეთა მომრავლება.

ლავროვს, ცხადია, ეს ესმის… მაგრამ, ღრძოობა სძალავს… საერთოდაც, რუსეთი ღრძო ქვეყანაა – Умом Россию не понять… მართლა ვერ გაუგებ მას!მაგრამ, მარტო ღრძოობით ამის ახსნა, ალბათ, არ შეიძლება! ღრძოს მართლა ჰგონია, რომ ერთ სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ – Недопонимает, რომ სსრკ არ არსებობს! Недопонимает, რატომ არ უნდა გვინდოდეს მასთან – ღრძოსთან, მაგრამ, მისი აზრით, ჩვენს გადამრჩენელთან.

ეს ფიქრი კი იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ გითხრათ – დღეები, თვეები გაივლის! ომი უკრაინაში ან იქნება; ან – არა! სამაგიეროდ, უკრაინა ამ ამბიდან გამოვა უფრო ძლიერი – მისთვის მიწოდებულ იარაღს უკან არავინ გამოითხოვს, წამოიღებს.

ჩვენ?თავდაცვის მწირი ბიუჯეტი!გაგრძელებული ოკუპაცია!სტრატეგიული ხედვის არქონა.და მთავრობა, რომელიც სოროშია.სოროში ყოფნა მასაც კი ვერ გადაარჩენს.ქვეყანას კი ზუსტად იმ დროს დაანგრევს, როცა თითქოს ყველაფერი გადაგორებული იქნება.