კოალიცია “მესამე სექტორი”

არასამთავრობოების კოალიცია მესამე სექტორმა, დღეს კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი მიიტანეს. წერილში ისინი ითხოვენ სახელმწიფომ შეასრულოს თავისზე დაკისრებული ფუნქცია და იზრუნოს მოქალაქეეებზე. გთავაზობთ ინტერვიუს “მესამე სექტორთან”.

შვიდმა არასამათავრობომ ჩამოაყალიბეთ , მოძრაობა მესამე სექტორი. გთხოვთ მოგვიყვეთ მთავარ იდეაზე, მიზნებზე და სამოქმედო გეგმაზე?

დიახ ასეა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მოძრაობა “ მესამე სექტორი “ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია !
ერთობლივი მიზანია პირველ რიგში , ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გამოფხიზლება. რეალურად დიდი საფრთხის და საშიშროების წინაშე ვდგავართ ქართველი ერი. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, პირდაპირი მოქალაქეობრივი მოვალეობაა რომ ცნობიერება ავამაღლოთ ხალხში რათა ყველამ დაიცვას თავისი უფლებები!
უნდა მოვთხოვოთ ყველამ ერთად ამ კორუმპირებულ ხელისუფლებას, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა.
ჩვენი პირველი ნაბიჯებია , სოციალური პრობლემების გაჟღერება , საპროტესტო აქციებით და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან კეთილი ინებონ და ქვეყანას მიხედონ , შეასრულონ ის დაპირებები რითაც ხალხის მხარდაჭერით მოვიდნენ ხელისუფლებაში! არ ვაპირებთ გაჩერებას და რასაკვირველია იქნება უფრო მძაფრი ნაბიჯები! დღეს შევიტანეთ წერილი კანცელარიაში ბატონი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე და ვაცნობეთ, რომ დაუყონებლივ ველოდებით მათგან ადეკვატურ ქმედებებს ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით !
გაცენ პასუხები ჩვენს კითხვებზე და მიიღონ ზომები სასწრაფოდ !
სხვა შემთხვევაში პროტესტი უფრო გაძლიერდება და მასშტაბური გახდება

28 იანვარს “მესამე სექტორი” გეგმავს აქციას… რა არის თქვენი აქციის მთავარი მიზანი? რას ითხოვთ საქართველოს მთავრობისგან?

თუ ვართ და გვქვია დემოკრატიული ქვეყანა მაშინ დემოკრატია ხალხია და სწორედ ხალხმა უნდა მოითხოვოს მათი უფლებები და სახელმწიფომ გაგვცეს ყველაფერზე პასუხი. ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა… აღარ შეიძლება 300 და 400 ლარით ცხოვრება ეს უკვე შეუძლებელია ასეთი კატასტროფული ფასების მატებით…კომუნალურები,წამლები,პროდუქტი,საწვავი,ტრანსპორტი, ყველაფერი უსაშველოდ გაძვირდა.
ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ზომები დაუყონებლივ. სხვა შემთხვევაში პროსტესტები იქნება ქუჩაში და ბევრად მძაფრი

რატომ უნდა გენდოთ ხალხი?

ჩვენ არ ვართ არცერთ პოლიტიკურ ლიდერებთან ან პარტიებთან შეერთებული და არ ვასრულებთ არავის დავალებებს !
ეს პრობლემები ჩვენიცაა და რასაკვირველია ჩვენც გვეხება ჩვენს ოჯახებს და მთლიანად საქართველოს !
ერთხელ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ყველანაირი ძალების ჩართულობის გარეშე დემოკრატიულად მხოლოდ ხალხმა გააჟღეროს ხმამაღლა თავისი პრობლემები და მოითხოვონ თავიანთი უფლებები. მხოლოდ ხალხის პროტესტი!
ვიცი რთულია ამის გაკეთება და ხალხის დაჯერება, რადგან ადამიანებს ყველაფერთან და ყველასთან გაუთანაბრდათ შეხედულებები, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

თქვენი აზრით სად არის მთავარი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკაში?

არასაწორი მენეჯმენტი და მართველობა ! ეს არის ყველაზე პირველი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, გაუმაძღარი ხალხის ხარჯზე გაზულუქებული ერთმართველობა !
როცა გვაქვს მილიარდობით ვალი და ქვეყანა სიღარიბის ზღვარზეა, ესე იგი ვერ მართავთ ქვეყანას და უნდა შეიგნონ ეს.
დროა ყველამ მოვეგოთ აზრზე და ვუშველოთ ქვეყანას სანამ დაგვიგვიანდა და პუტინიზმა სამუდამოთ დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიგვიყვან.

ხელისუფლებას ბიზნესის ხელშეწყობის კონკრეტული პროგრამები აქვს , მაგალითად , “აწარმოე საქართველოში” ეს არ არის საკმარისი?

ბატონო ?! ეს პროექტი არის არასაკმარისი ამ ქვეყანაში და აბსოლიტურად არაფრის მომცემი განსაკუთრებით გლეხისთვის.

როგორ ფიქრობთ მესამე სექტორი გაამართლებს?

გულახდილი ვიქნებით და ვფიქრობთ უნდა გაამართლოს. შეიძლება ბევრი შემოგვიერთდეს თავისი სიახლეებით და ბევრიც გაგვეცალოს აზრთა სხვადასხვაობის გამო. ერთი ვიცით ზუსტად რომ საქართველოში მალე გაზაფხული მოვა. ჩვენ ამას ვიმსახურებთ და ეს უზენაესია.
ვისაც გვიყვარს ქვეყანა და ვინც ვართ მართლა პატრიოტები ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენმა ქართველმა ვაჟკაცებმა დამოუკიდებლობას შესწირეს თავი და ჩვენ ეს დამოუკიდებლობა უნდა ვაქციოთ დემოკრატიად ?!