დატოვებს თუ არა ამირან გამყრელიძე თანამდებობას?

მე პოსტზე, რა თქმა უნდა, ვრჩები იმის მიხედვით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი მინისტრი“, – აღნიშნა გამყრელიძემ. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, მისთვის მომავალი ჯანდაცვის მინისტრის ვინაობა არის თუ არა ცნობილი, გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს. რაც შეეხება იმას, იცნობს თუ არა ზურაბ აზარაშვილს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად სახელდება, გამყრელიძე აცხადებს, რომ პირადად არ იცნობს. „მე ვიცი ის, რაც მედიის საშუალებით ვრცელდება. ჯანდაცვის მინისტრს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს, პირადად არ ვიცნობ, თუ ის დაინიშნება მინისტრად, რა თქმა უნდა, გვექნება შეხვედრები“, – განაცხადა გამყრელიძემ.