ციხიდან ცხვირი ვერ უნდა გამოყოს ამ “მეტყველების პედაგოგმა”

როგორც ჩანს, სამართალდამცავ სტრუქტურებში სამუშაოდ სავალდებულო ნორმატივის ჩაბარებაა შემოსაღები, რომ შემოწმდეს, შიმპანზეზე რამდენიმე საფეხურით განვითარებული მაინც თუ არის კადრი, თორემ საშველი არაა სხვა. შშმ პირი ხარ თუ არ ხარ, ხმას იღებ თუ მუნჯი ხარ, მახინჯ სახელმწიფოში მაინც თავს გაგიხეთქავენ, ხოდა დამუნჯება არავის უშველის, ყველას ხმა უნდა ისმოდეს ამ უმსგავსობაზე, მეტყველისაც და მუნჯისაც. ვისაც ქუჩაში პროტესტი შეუძლია, უნდა გააპროტესტოს, ვისაც ლაპარაკი შეუძლია, თქვას, ვისაც წერა, წეროს და ვისაც არცერთი, სასტვენი მაინც ექნება სახლში, რომ დაარღვიოს სიჩუმე. ციხიდან ცხვირი ვერ უნდა გამოყოს ამ “მეტყველების პედაგოგმა”-წერს ნათია ფანჯიკიძე.