ძალადობა მეტროში და გირგვლიანის მკვლელობა, ერთი მნიშვნელობის პრობლემაა

ჩემთვის პირადად, გუშინდელი ძალადობა მეტროში და გირგვლიანის მკვლელობა, მიუხედავად სრულიად განსხვავებული შედეგისა, ერთი მნიშვნელობის პრობლემაა. არც ის იყო პირველი და არც ეს იქნება უკანასკნელი.ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ძალადობისკენ. და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. გამოსავალი (რაღაც დონით მაინც) შეიძლება იყოს მხოლოდ უმკაცრესი ფსიქოლოგიური გაცხრილვა პოლიციაში მიღებამდე და მუდმივი ტესტირება სამსახურის პერიოდში. ადამიანს, რომელსაც სახელმწიფოსგან მინიჭებული აქვს რეალური, საკმაოდ დიდი ძალაუფლება და მაინც ძალადობის სურვილი უჩნდება, აუცილებლად აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც შეუთავსებელია სამართალდამცავ ორგანოებში სამუშაოდ.