პოლიციელ ნუკრი ბაქრაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის მიმართ, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობისა და გულგრილობის გამო დაკავებულ პოლიციელებს ბრალს დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ კი გაიმართება სასამართლო პროცესი, რომელზეეც აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელებენ.


ცნობილია, რომ პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს. პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის უფლებებს „საია“ დაიცავს.


შეგახსენებთ, რომ სმენადაქვეითებული მოზარდი, პოლიციელების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი მეტროში გახდა. დაზარალებულმა ოჯახის წევრებს უამბო, რომ მეგობრებთან ერთად იყო, როდესაც სამართალდამცველი მისთვის გაუგებარი მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდა, ფაქტს კი მეორე პოლიციელი და მისი მეგობრები შეესწრნენ. ნუკრი ბაქრაძეს გამოძიება დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობით ჩადენილ დანაშაულს, ხოლო კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.