პროკურატურამ დააკავა ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ბრალად ედება მეგობარ ქალზე ძალადობა. ძალადობის შესახებ სოციალური ქსელით გუშინ, 25 იანვარს გავრცელებული ვიდეოთი გახდა ცნობილი.
25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
დაკავებულ პოლიციელს ბრალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წაუყენებენ. მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.