პირველი მარტიდან თბილისის სამ უბანში, მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.
“პრობლემა რა არის – ზოგიერთ ქუჩაზე, ზოგიერთ რაიონში ადგილობრივი მოსახლეობას აქვს სერიოზული პრობლემები, საკუთარ ავტომობილს ვერ აყენებენ საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიებზე, ისე არის გადაჭედილი”, – თქვა კახა კალაძემ.
ამ სამ უბანში ჯამში 1838 ადგილი გამოიყოფა, საიდანაც 44 შშმ პირთა მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი, 4 კი – ელექტრომობილების დასამუხტად.
უბნების მიხედვით პარკირების ახალი სისტემა შემდეგნაირად ამოქმედდება:
დიდუბის რაიონში მოიცავს წერეთლისა და ცაბაძის ქუჩებს, ჯამში, 90 საპარკინგე ადგილით;