პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს სამხედრო წოდება მიენიჭათ

შესანიშნავი ამბავია. ამდენი ხანი სახელმწიფოს მიერ აღიარებული ოფიციალური სამხედრო წოდება არ ჰქონდათ ადამიანებს, რომლებიც:

1. იცავდნენ კანონიერ ხელისუფლებას თბილისში, რუსული იარაღით შეიარაღებული პუტჩისტებისგან, ასევე მათთან ერთად მომქმედი საბჭოთა-რუსული “ღამურას” კომანდოსებისგან.

2. იცავდნენ თავიანთ კუთხეს ორგანიზებულად შემოსეული ბანდიტებისგან

3. იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთსა და შიდა ქართლში.

4. ზოგიერთი მათგანი “გამარჯვებული მხარის იუსტიციის” მიერ გასამართლდა აქ ჩამოთვლილი პირველი სამი პუნქტისთვის და მოიხადა უსამართლო პატიმრობის არაერთი წელი – წერს კოსტანტინე გამსახურდია.