სრულად მესმის, რომ ჩვენი ისტორიული გამოცდილებების გათვალისწინებით, გონიერი სიფრთხილე გვმართებს რუსეთთან დაკავშირებით;
სრულად მესმის, რომ რუსეთთან ვაჭრობა და პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის;
სრულად მესმის, რომ ომის პირას მყოფ რეალობაში ნაციონალური და მილიტარისტული ემოციები და სენტიმენტები საშიშია და სიფრთხილეა საჭირო. მაგრამ რა უნდა უწოდო ოკუპაციის გამოცდილების მქონე ქვეყნის მმართველ ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის კრიზისზე რეზოლუციას დაწერს ისე, რომ სიტყვა რუსეთს არ ახსენებს, მისი აგრესიული პოლიტიკის სისტემურ შეფასებას არ მოახდენს, უკრაინის რეალობასთან საკუთარ რეალობას არ დააკავშირებს და საკუთარ როლსაც კი ვერ ხედავს ამ კრიზისის დროს.
ამ ფონზე როცა მახსენდება: რუსეთი ყველაზე დიდი იმპორტიორია ენერგეტიკული რესურსების ჩვენთან, სასიცოცხლო პროდუქტის იმპორტზე სრული დამოკიდებულება რუსეთზე (საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარების 70%-მდე რუსეთზე მოდის. ხორბლის იმპორტში კი რუსეთის წილი 90%-ზე მაღალია), ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეფერხება და ამ მიმართულებით დადებული შეთანხმებების დემონსტრაციული იგნორირება, რუსეთის მხრიდან ბორდერიზაციის ყველა მცდელობაზე ხელისუფლების დუმილი, რუსეთში ადამიანების ექსტრადირების ნორმალიზება, რუსეთიდან დევნილი ადამიანებისთვის თავშესაფარზე უარის არა ერთი შემთხვევა, პრორუსული ჯგუფების ტრიუმფით შემოყვანა ინსტიტუციურ პოლიტიკაში და მათ ძალადობაზე სამართლებრივი იმუნიტეტის გავრცელება, ღიად პრორუსული კულტურული ელიტების აღიარება და თაყვანისცემა – ვეღარ ვიფიქრებ, რომ ეს რეზოლუცია შემთხვევითად ცუდი ტექსტია.
როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ჩვენი ხალხის სუვერენულ ინტერესებს და მისწრაფებს წარმოადგენს?!