მეტრო „ვარკეთილთან” გარევაჭრობა აიკრძალება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება. ეტაპობრივად ყველა გარემოვაჭრე ბაზრობებში გადაინაცვლებს.


თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში ხელს არავის უშლის, მაგრამ როდესაც გზაზე გავლა შეუძლებელია, ათიათასობით ადამიანის მოძრაობა ფერხდება.
მისი თქმით, მოვაჭრეებს დაეხმარებიან ბაზრობების ხელმძღვანელებთან კომუნიკაციაში, რათა მათ საქმიანობა გააგრძელონ.


„ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს წესრიგის ფარგლებში. როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს.
ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის ამასთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით კომუნიკაციაში ბაზრობების ხელმძღვანელებთან, რათა ამ ადამიანების საქმიანობა შესაძლებელი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.