ადამიანის ხელით შექმნილი რომელი არტეფაქტი მოჩანს მთვარიდან?

საყოველთაოდაა გავრცელებული, რომ ჩინეთის დიდი კედელი ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერთი ობიექტია, „რომლის დანახვაც შესაძლებელია მთვარიდან“, თუმცა ეს მოსაზრება მთვარეს კოსმოსში ურევს
მთვარიდან ადამიანის მიერ შექმნილი არც ერთი ობიექტი არ ჩანს.
საყოველთაოდაა გავრცელებული, რომ ჩინეთის დიდი კედელი ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერთი ობიექტია, „რომლის დანახვაც შესაძლებელია მთვარიდან“, თუმცა ეს მოსაზრება მთვარეს კოსმოსში ურევს.
„კოსმოსი“ საკმაოდ ახლოსაა. ის დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 100 კილომეტრში იწყება, საიდანაც ჩვენ მიერ აგებული მრავალი ობიექტი მოჩანს: ავტომაგისტრალები, ზღვაში გემები, სარკინიგზო ხაზები, ქალაქები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ზოგიერთი ცალკეული შენობაც კი.
თუმცა, დედამიწის ორბიტიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის სიმაღლეზე, ადამიანის მიერ შექმნილი არანაირი ობიექტი არ მოჩანს. მთვარიდან, რომელიც 400 000 კილომეტრითაა დაშორებული დედამიწიდან, კონტინენტებიც ძნელი გასარჩევია.
მიუხედავად იმისა, რომ „ტრივიალური შეხედულება“ სხვა რამეს გეუბნებათ, მთვარეზე არ არსებობს ადგილი, საიდანაც „მხოლოდ“ ჩინეთის დიდი კედელი მოჩანს.