ილონ მასკის მიერ კოსმოსში გაშვებული რაკეტის ნაწილი მთვარეს შეეჯახება

SpaceX-ის რაკეტის ნაწილი, რომელიც ილონ მასკმა კოსმოსში 2015 წლის თებერვალში გაგზავნა, 5 კვირაში, მთვარის ბნელ მხარეს შეეჯახება, – ამის შესახებ Usa Today წერს. რაკეტამ Falcon 9 ფლორიდიდან კოსმოსში $340 მილიონის ღირებულების კოსმოსური კლიმატის ობსერვატორიის (DSCOVR) სატელიტი გაიტანა. 4 თვის შემდეგ, მან დედამიწიდან 997 793 კილომეტრი გაიარა და დანიშნულების ადგილამდე მიაღწია. სისტემა დღემდე, ყოველდღიურად გზავნის დედამიწაზე ფოტოებს, თუმცა, რაკეტის მეორე საფეხურს არ აღმოაჩნდა საკმარისი საწვავი დედამიწაზე დასაბრუნებლად ან „დედამიწა-მთვარის სისტემისგან თავის დასაღწევად“, რის გამოც, 2015 წლიდან, ქაოსურად მოძრაობს. მის მთვარესთან შეჯახებას 4 მარტს პროგნოზირებენ. მეცნიერების თქმით, ეს დედამიწაზე გავლენას არ იქონიებს.