მარიამ გოგინაშვილი შოთა ჭიჭიაშვილმა კობა ოთანაძესთან ერთად გაიტაცა, საქმე ეხებოდა იარაღით ვაჭრობის თემას, ჩეჩნებმა დაგვიკვეთეს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები, მოიტანეს თანხა 50 000$, თამაზ გოგინაშვილი დაუკავშირდა სომხეთში კურიერს, რომელმაც გადაგვაგდო და ფული მიითვისა. ჩეჩნები პასუხს გვთხოვდნენ, ფული იყო დასაბრუნებელი, ამიტომ ოთანაძის ინიციატივით მოხდა გოგინაშვილის შვილის გატაცება. თამაზ გოგინაშვილმა გამოსასყიდი 70 000$ გადაიხადა. მისი შვილი პიტერ შოუსთან ერთად, პანკისის ხეობაში გადაჰყავდათ, იქ სხვა ჯგუფთან მოხდა შეტაკება, რა დროსაც პიტერ შოუ გაიქცა, მარიამ გოგინაშვილი კი მოკლეს. ამავე შეტაკებისას ჩაცხრილეს “ტაშკენტაც”, -განაცხადა კოტე ციხისთავმა.
კობა ოთანაძე “ქართულმა ოცნების” მიერ პოლიტპატიმრის სტატუსით არის ციხიდან გათავისუფლებული.