დომენიკ მანგო დედის დაკრძალვის შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი აღწერს დაკრძალვის პროცესს და მის გულისამაჩუყებელ მომენტებს.
იცნობდეთ გურამ ოთხოზორიას. ეს ადამიანი ანაფორით მეხმარებოდა მიწის დაყრაში. იქამდე იდგა ჩემთან, სანამ არ გაითიშა დაღლილობისგან. სიტყვა ადამიანი კიდევ ცოტაა გურამისთვის, მის საქმეებს ქვეყანას გავაგონებ. ბოლომდე, ბოლო მიწის ნამცეცის დადებამდე ჩემთან ერთად იდგა და დგას. დიდებული ადამიანია და ისტორიას დარჩება! გაგიგონიათ მღვდელი მიწას ყრიდეს? არა! თავიდან ბოლომდე ჯადოსნურია ეს ისტორია. როგორც ადამიანი და როგორც ქრისტიანი. სულ ხელები ვუკოცნე, დაღლილი ხელები. დიდი მადლობა! -წერს დომენიკ მანგო.