ბატონ-ყმური სამართალი

როდესაც კალაძეს 80 ჰექტარს გადაუფორმებენ არსენალის მთაზე, ან ნარმანიას ცოლს 10 ჰექტარს საბადურის ტყეში, ან ღარიბაშვილს ცოლს 6 ათას კვ. მ. ტყეს ბაკურიანში, ივანიშვილს კი მთელ სოლაკის ფერდობს, აბასთუმანს და ლამის მთელ საქარველოს ეს ყოფილა თურმე “კანონიერი” და სახალხო ინტერესი.

თუ უსახლკარო 15 კვ. ქოხმახს აიშენებს უკანონობაა და თავზე უნდა დაამხო. აი ეს არის ოლიგარქიული ანუ ბატონ-ყმური სამართალი.მაგრამ სიმართლე ვთქვათ საზოგადოების დიდ ნაწილში, ხომ არაა ეს მონური სულისკვეთება? აბა ამათ როგორ ირჩევენ, როგორ ეგუებიან და ემონებიან?!-წერს ლეობორისტულიპარტიის წევრი გიორგი გუგავა.