ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა

ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული განცხადება, თითქოს პოსტ ფაქტუმის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ მთავარი არხი დატოვა ტყუილი აღმოჩნდა. როგორც ნიკა გვარამიას განცხადებიდან ჩანს გიორგი გაბუნია კვლავ რჩება ტელეკომპანიაში და აგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივად.

ტელეკომპანია იმედს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება აღნიშნულ განცხადებაზე.