საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
“საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის ახალი შტამი ,,ომიკრონი” დაუდასტურდა. მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს. პრემიერმინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.