რატომ გაუქმდა „მწვანე პასპორტები“?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ,,მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი, „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით, შესუსტდა – ინფექციის გადატანის სტატუსი, რეინფიცირება მაღალია „ომიკრონის“ პირობებში, ამდენად, არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ პირი უსაფრთხოდ იქნება იმ გარემოში, სადაც „მწვანე პასპორტი“ გამოიყენება.


„ვაქცინაციის შემთხვევაშიც, ვიცით, რომ ის გარკვეულწილად გვიცავს, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან. ის მხოლოდ იცავს ჰორპიტალიზაციისგან და გართულებებისგან. ყველაზე ძლიერი ფაქტორი არის ყოველდღიური PCR-ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, ამ ფაქტორების გათვალსწინებით, ჩაითვალა, რომ სავალდებულო მოთხოვნა მწვანე პასტორტებზე მოიხსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაწესებული რეგულაციები ან ვაქცინაციის კამპანია შესუსტდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.