ქრთამის აღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ავრცელებს.


„გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირისგან, ქრთამის სახით, იღებდნენ ფულად თანხას. ამ ეტაპზე, იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული პირი, რომლებმაც, სამსახურებრივი მფარველობისთვის, ერთობლივად ან ცალ-ცალკე, თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს. ზემოთხსენებული ქმედების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.


გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.