,,წისქვილი“ პრესტიჟულ ჯილდოზეა წარდგენილი

რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ნომინირებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული გამოცემის, ArchDaily-ის ჯილდოზე – 2022 წლის საუკეთესო შენობა.

“წისქვილი” ნომინირებულია კატეგორიაში „Hospotality Architecture”, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისათვის დაპროექტებულ შენობებს აერთიანებს.

კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 8 თებერვლის ჩათვლით, ლინკზე: https://bit.ly/3r6pi3tკონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად 15 სხვადასხვა კატეგორიაში.

შეგახსენებთ, რომ „წისქვილი“ თბილისში, ა. ბელიაშვილის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე მდებარეობს. იგი არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“-ის გამორჩეული, მამუკა ჩხაიძის მიერ დაპროექტებული, შენობაა. კომპლექსის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და მდინარე მტკვრის სანაპიროზე რეალურად არსებული წყლის მინი წისქვილის ტერიტორიაზე დაპროექტდა.