2022 წლის გეგმით, რომელიც დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა, საქართველოში ბავშვთა ასაკისთვის განკუთვნილი სპეციალური ვაქცინებიც შემოვა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 12 წლამდე ბავშვებს განსხვავებული დოზის ვაქცინა სჭირდებათ და ამისთვის მწარმოებლებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
„ვაქცინაცია 12 წლის ზემოთ ისედაც მიმდინარეობს. 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა. აღნიშნული შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. თუმცა, წამახალისებელი ღონისძიებები როგორც ბუსტერდოზის, ასევე პირველი აცრების თვალსაზრისით, ჯერ მხოლოდ მაღალი ასაკის მოსახლეობისკენ იქნება მიმართული.“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.