რა კავშირშია D ვიტამინი და კოვიდი?

მეცნიერები აცხადებენ, რომ D ვიტამინის დონის მატება კოვიდპაციენტებს სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში შეიძლება დაეხმაროს.


ბარ ილანის უნივერსიტეტისა და გალილეის სამედიცინო ცენტრის მკვლევრების თქმით, D ვიტამინს დიდი გავლენა აქვს დაავადების სიმძიმეზე და ექიმებს შეუძლიათ პაციენტის ასაკისა და D ვიტამინის დონის მიხედვით გააკეთონ პროგნოზი მათი მდგომარეობის შესახებ.


აღნიშნული ინფორმაცია ისრაელში კორონავირუსის პირველი ორი ტალღის დროს ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება და იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც ვაქცინები ხელმისაწვდომი არ იყო.
მეცნიერების განცხადებით, D ვიტამინის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხის დონეს.


„რასაც ჩვენ ვხედავთ, D ვიტამინი ადამიანებს კოვიდინფექციის შემთხვევაში ეხმარება და იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ვირუსულ პათოგენებთან გამკლავებაში ეფექტურია“, – აცხადებენ მეცნიერები.


ისრაელისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოებმა D ვიტამინის დანამატებს კორონავირუსის საპასუხოდ. რეკომენდაცია გაუწიეს.