თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყე-ნარიყალას საბაგირო 7 თებერვლიდან პირველ მარტამდე, მგზავრებს ვერ მოემსახურება. მიზეზი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოებია.
,,რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 7 თებერვლიდან პირველ მარტამდე, მგზავრებს ვერ მოემსახურება.
აღნიშნულ პერიოდში, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, მზიდსაწევი ბაგირი გამოიცვლება და სერვისული სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოებს ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები შეასრულებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტის გამო!“-აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.