საოკუპაციო ძალებმა კიდევ 2 ადამიანი გაიტაცეს

2021 წლის 15 დეკემბერს, ცხინვალის რეგიონში ზნაურის რაიონში, ლოპანის დასახლების მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს საქართველოს ორი მოქალაქე. 1971 წელს დაბადებული ზაზა მეგრელიშვილი და 1973 წელს დაბადებული გოგიჩაშვილი თამაზი, ქარელიის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის მცხოვრებნი. 24 დეკემბერს მეგრელიშვილი ზაზა და გოგიჩაშვილი თამაზის საოკუპაციო ძალების ზნაურის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ორთვიანი ვადით შეფარდა. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდას ედავება.