მთავრობის ადმინისტრაციასთან სოფელ შქმერის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერის მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების თაობაზე გაცემული ლიცენზიები გაუქმდეს.ადგილობრივები შიშობენ, რომ ამით სოფლის პოტენციალს საფრთხე შეექმნება და განადგურდება.

მოძრაობა „შქმერისთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, თორნიკე თუთბერიძის განმარტებით, მათი პროტესტი მშვიდობიანია და საკითხის მოგვარებას სამართლებრივი კუთხითაც ითხოვენ.