კიდევ გამყარდება ლარი ?

,,თიბისი კაპიტალის” პროგნოზით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა. რაც შეეხება გამყარების მიზეზს, იგი მკაცრი მონეტარული პოლიტიკით და მზარდი სავალუტო შემოდინებებით აიხსნება.

“სადღეისოდ, როგორც დოლარის, ასევე, ეფექტური კურსის მხრივ უფრო ძლიერი ლარისა და იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის ჩვენი წინა პროგნოზით დაშვებული მაჩვენებლები დაახლოებით იმავე დონეზეა, 2022 წლის ბოლო პერიოდის ინფლაცია სამიზნეზე დაბლა უფროა, ვიდრე ახლოს. ამდენად, ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის, ვიდრე ეს 2022 წლის საგადამხდელო ბალანსის ჩვენს ბოლო პროგნოზშია ასახული”,-წერია “თიბისი კაპიტალის” მიმოხილვაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება.