კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა წიგნი -„როგორ ავიცილოთ თავიდან შემდეგი პანდემია“, გამოსცა.
ახალ წიგნში, რომელიც გაყიდვაში 3 მაისიდან იქნება, ბილ გეითსმა მომავალში პანდემიის თავიდან აცილების ეტაპები აღწერა.
„წიგნში კონკრეტულ ნაბიჯებს გამოვყოფ, რომელიც შეგვიძლია გადავდგათ არა მხოლოდ მომავალი პანდემიების შესაჩერებლად, არამედ უკეთესი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად. პანდემიის იმ გაკვეთილებს გამოვყოფ, რომელიც შეგვიძლია ვისწავლოთ; ინოვაციებს, რომელიც გვჭირდება სიცოცხლის გადასარჩენად და ახალ ინსტრუმენტებს, რომელიც გვჭირდება პათოგენების ადრეული შეჩერებისთვის“, – წერს ბილ გეითსი.
ბილ გეითსის თქმით, პანდემიის შეჩერება შესაძლებელია მაგრამ ამისთვის ერთობლივად უნდა იმოქმედონ.
„არავის დარწმუნება არ არის საჭირო იმაში, რომ ინფექციურ დაავადებას მილიონობით ადამიანის მოკვლა ან გლობალური ეკონომიკის დახურვა შეუძლია. თუ სწორ არჩევანსა და ინვესტიციებს გავაკეთებთ, ჩვენ შეგვიძლია COVID-19 უკანასკნელ პანდემიად ვაქციოთ“, – განაცხადა მან.