თბილისის მერია ვაკეში წრიული სკამების დადგმას გეგმავს.
საფასო ცხრილში მითითებულია, რომ სულ სამი წრიული სკამი უნდა დაიდგას, რომელთა მონტაჟის საერთო ღირებულება 2550 ლარია.
ვაკის რაიონის გამგეობამ უბანში არსებული სკვერების რეაბილიტაციისთვის 1,200,000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის შედეგად, რაიონში ახალი დასასვენებელი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. პროექტში შედის ახალი სკამების მონტაჟი, ნაგვის ურნების გამოცვლა, ღია სატრენაჟორო სივრცის მოწყობა, ბავშვების სათამაშო პარკის აღჭურვა და ახალი განათებების მონტაჟი.
სკვერების რეაბილიტაციის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიებს საკუთარი განაცხადის დაფიქსირება 25 თებერვლიდან 2 მარტის შუალედში შეეძლებათ.