მწყემსმა ცოლ-ქმარი სანადირო თოფით დახოცა

წუხელ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, ერთ-ერთ ფერმაში, მწყემსმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი სანადირო თოფით, რამდენიმე გასროლით მოკლა.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმე განძრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.