თბილისის მუნიციპალური ინპექციის განცხადება

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინა.

,,თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ იყო განთავსებული.

კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევათა იდენტიფიცირების მიზნით, მოკვლევა ჩაატარა და ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ოთხ მისამართზე მშენებლობის მწარმოებლები გააფრთხილა, რომ მათ უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ პროცესს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.


აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტის მერიას აქვს ქირით უზრუნველყოფის პროგრამა და უსახლკაროდ მყოფ ოჯახებს შეუძლიათ, შესაბამის რაიონულ გამგეობებს მიმართონ.”- აღნიშნულია თბილისის მუნიციპალური ინპექციის განცხადებაში.