15 თებერვალს საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

სამშაბათს, 15 თებერვალს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

GeorgiaSupportsUkraine – ასე ჰქვია აქციას, რომელიც FACEBOOK-ზე მოქალაქეებმა დააორგანიზეს. 

“მეგობრებო!!! შევიკრიბოთ უკრაინის დამოუკიდებლობის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. შევიკრიბოთ რაც შეიძლება მეტი, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისაგან თავისუფალი სამყაროს მხარდასაჭერად. გთხოვთ გაიკეთეთ 2-2 პირბადე”.- აღნიშნულია აქციის ანონსში.