მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლუბები საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებენ, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, სტუმართა შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის მხოლოდ 60% დაიშვება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო.
,,როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა”,– ნათქვამია განცხადებაში.