უკრაინის პრეზიდენტის მამა, ალექსანდრე ზელენსკია- 73 წლის, ხოლო დედა- რიმა, 67 წლის.
ვლადიმირ ზელენსკის მშობლები კრივოი როგში ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ შვილმა არაერთხელ შესთავაზა მათ კიევში გადასვლა.
მამა ცნობილი პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია.
იგი 1995 წლიდან კრივოი როგის ეკონომიკის ინსტიტუტის ინფორმატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების გამგედ მუშაობს.
ადრე ოჯახს ორი ძალიან პატარა ბინა ჰქონდა – ერთი ცენტრში, მეორე – ქალაქის შორეულ უბანში. მოგვიანებით ოჯახი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამუშაოდ მონღოლეთში გადავიდა. კრივოი როგში დაბრუნებულმა ზელენსკებმა ბინები შეაერთეს.
სახლში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის მშობლები ცხოვრობენ, მხოლოდ საბჭოთა დროინდელი ავეჯია. ზელენსკის თქმით, ეს მისი საყვარელი ადგილია და ცდილობს ხშირად ჩავიდეს მშობლებთან.