თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა მოქალაქეების მიერ თბილისის მასშტაბით განხორციელებულ უკანონო მშენებლობებს.
მისი თქმით, უსახლკაროდ არავინ დარჩება, საჭიროების შემთხვევაში ოჯახებს სახელმწიფო ქირით დაეხმარება და მასალების გამოყენების შესაძლებლობასაც მისცემს.
„ყველანაირად დაგეხმარებით, თუმცა მე აქ თბილისში ჩამოვიდე, მიწა მივიტაცო თაღლითურად, მერე რა, რომ ორი ბინა მაქვს და სამი მიწის ნაკვეთი რეგიონში – ეს მიდგომა არ ვარგა, კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ. არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. ტყუილად არაფერი ააშენოთ უკანონოდ, რადგან ყველას დემონტაჟი მოხდება. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ – არ ჩაიგდოთ თავი უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში“, – მიმართა კალაძემ თბილისის მცხოვრებლებს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია სამგორის რაიონზე, სადაც მოქალაქეებს უკანონოდ აქვთ სახლები აშენებული, ხოლო მერია მათ დემონტაჟს ახორციელებს.