თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდება

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელწიფო დროშის ფერებში განათდება.


,,სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! – ეს იქნება საქართველოს კიდევ ერთი გზავნილი ჩვენი მეგობრისადმი,’’- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.


ასევე, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება.