შესაძლოა 10 დღეში მკაცრი შეზღუდვები მოიხსნას

,,საქმიან დილაში” ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ როგორც კი ინფიცირებულების რაოდენობა კლებას დაიწყებს, სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ, საქართველოში მკაცრი შეზღუდვების მოხსნა დაიწყება.


მისი თქმით, ვირუსი არსად გაქრება, მაგრამ მასთან თანაცხოვრებას ვისწავლით, იგი ენდემური გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ Sars-CoV-2 ყოველთვის დარჩება მოსახლეობაში და მისი ცირკულაცია გარკვეული პერიოდულობით, მეტნაკლებად პროგნოზირებად აფეთქებებს გამოიწვევს.

“კორონავირუსული ინფექციის მზარდი მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო ბოლო ერთ კვირაში, 100 ათას მოსახლეზე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით, მესამე ადგილზეა მსოფლიოში, თუმცა ეს სტატისტიკა უკვე მარტის მეორე ნახევრიდან მკვეთრად დაიკლებს, ამიტომ ქვეყანამ თავს უფლება უნდა მისცეს, რომ შეზღუდვები შემსუბუქდეს, რადგან მოსახლეობის 98% ბუნებრივად აცრილი იქნება”, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.